пятница, 9 апреля 2010 г.



მიყვარს, მშია, დავიღალე, მეძინება, კაი ფილმი არ იცით?! და უცხოები ნუ შემაწუხებთ _ ასეთი შინაარსის ჩანაწერებს ყოველდღე ვხვდებით იმ სოციალურ ქსელში, სადაც 400 მილიონზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. ადამინები გაღვიძების, ხელ-პირის დაბანის და საუზმობის შემდეგ პირველი რასაც აკეთებენ ამ ჯადოსნურ ქსელში ერთვებიან. არიან გამონაკლისები, ისინი ვინც სამსახურში მიდიან ამ პროცედურას სწორედ იქ ჩადიან. 2004 წლის 4 თებერვალს გაჩნდა ის სასწაული, რომელმაც მსოფლიაო უმრავლესობა “დაასაქმა”. მისი სულის ჩამდგმელი 25 წლის ახალგაზრდა მარკ ცუკერბერგია. facebook_ის დახმარებით იგი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელია, სულ რაღაც 4 მილიარდის მფლობელი. აქვს ამ საიტს რაღაც, ვინც კი ერთხელ მაინც შევა მის სამყაროში უკან აღარ ბრუნდება. მართლაც სად შევხვდებით ვირტუალურ ფერმერს, ელექტრონულ კატას და love box თუ არა facebook _ზე. 

პ.ს ერთ-ერთი საიტის მეშვეობით გავიგე ოქტომბერში facebook -ზე და ის შემქნელზე თურმე ფილმი უნდა გამოსულიყო, სადაც მთავარ როლს ჯასტინ ტიმბერლეიკი და ჯესი ეიზნბერგი შეასრულებდნენ. ფილმი კომედიური ჯანრის იქნებოდა და მისი ბიუჯეტი 47 მილიონს შეადგენდა.

http://www.facebook.com/index.php?lh=e4cb69846f573acf7e6630ea60ffc5a5&eu=B3OQrq0oDnOEVScK8jqinw

среда, 7 апреля 2010 г.


თითქოს XXI საუკუნეში მედია საშვალებები იმდენად დემოკრატიულია, რომ ჟურნალისტებს და არა მარტო ჟურნელისტებს აღარ უნდა სჭირდებოდეთ იმაზე ფიქრი თუ სად შეიძლება გამოხატონ საკუთარი აზრები, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში ეს კიდევ ასეა. არსებობს google.com_ს სერვისი blogger.com სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი აზრები, გამოხატოს მისი ის შეხედულებები, რომლებსაც რაღაც მიზეზების გამო მედია საშვალებებით ვერ ავრცელებენ. თანამედროვე ცხოვრებაში ბლოგი ძალიან პოპულარული და მოსახერხებელია.


среда, 24 марта 2010 г.


ჩემს მეგობრებში facebook_ის მერე ყველაზე გავრცელებული საიტი myvideo.ge. ეს ალბათ ყველაზე მეტად იმან განაპირობა, რომ საიტზე ინტერნეტ ტელევიზიაა, რაც უფრო პოპულარულს და მოსახერხებელს ხდის myvideo.ge_ს. ძირითადად ინტერნეტ ტელევიზიას ის ადამინები იყენებენ ვინც ვერ მოასწრო მედიის საშვალებით გასული ინფორმაციის მოსმენა ან თუნდაც რაიმე გადაცემის ნახვა, რომელიც მას ძალიან აინტერესებდა. ამ საიტზე შეგვიძლია ჩვენთვის საურველი ვიდეო რგოლების ატვირთვა და საზოგადოებისათვის ჩვენება. საიტი მოსახერხებელია როგორც ახალგაზდებისათვის ასევე ასაკოვანი ხალხისთვის. ეს განპირობებულია იქიდან , რომ ვებ გვერდზე ყველაფერი ქართულადა. 


суббота, 20 марта 2010 г.




ჩვენს დედაქალაქში სულ რამოდენიმე წელია რაც ინტერნეტის მეშვეობით ტანსაცმლის და აქსესუარების შეძენა ხდება. ამ მომასხურებით ძირითადად მდედრობითი სქესის წარმომადგენლები სარგებლობენ. ასეთი საიტების პუპულარიზაცია განაპირობა პროდუქციის ხარისხმა და დაბალმა ფასებმა. ერთ–ერთი პირველი ინტერნეტ სერვისი, რომლის მეშვეობით ხდება პროდუქციის და მომსახურების გაყიდვა Amazon.com, რომელიც 1995 წელს შეიქმნა ამერიკელი ჯეფი ბეზასის მიერ. თავდაპირველად ინტერნეტის მეშვეობით მხოლოდ წიგნების ყიდვა იყო შესაძლებელი, შემდეგში ქსელი გაფართოვდა, შესაძლებელი გახდა მუსიკალური ჩანაწერების და ვიდეო პროდუქციის გაყიდვა . ამ დროისათვის იგი 34 სახეობის საქონლის გაყიდვებს ახერხებს.


http://en.wikipedia.org/wiki/Amazon.com

четверг, 18 марта 2010 г.



Top. Ge პოპულარული ქართული საიტების რეიტინგს ადგენს. დღეისათვის რეიტინგში 17193 რესურსია დარეგისტრირებული.

ახალი დარეგისტრირებული საიტი გადის მოდერაციას სანამ ის გახდება რეიტინგის მონაწილე. თუ რეგისტრაციიდან გავიდა 1 კვირაზე მეტი მაგრამ თქვენი საიტი არაა დამატებული რეიტინგში და თქვენ ხართ დარწმუნებული იმაში რომ თქვენი საიტი სრულად აკმაყოფილებს რეიტინგის მონაწილეობის წესებს Top. Ge–ის ამის სესახებ აუცილებლად უნდა ეცნობის წერილობითი სახით.

თუ საიტი აგარ მონაწილეობს რეიტინგში, სავარაუდოთ თქვენი საიტი დაბლოკილია იმის გამო რომ არ აკმაყოფილებს ან/და არღვევს(არღვევდა) რეიტინგის მონაწილეობის წესებს.

http://top.ge/faq.php

пятница, 12 марта 2010 г.



“რუსთავი 2” - კერძო სატელევიზიო კომპანია საქათველოში, რომელიც შეიქმნა 1994 წელს. ტელეარხის წარმატება დამოკიდებული იყო მის მფლობელებზე ეროსი კიწმარიშვილსა და ნიკა ტაბატაძეზე. არხი ქვეყნის 84% ფარავს. მედია საშვალების ყურება ასევე შესაძლებელია სატელიტის დახმარებით ევროპაში, რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთში. ჩვენს ქვეყანაში “რუსთავი 2” ყოველთვის წამყვანი მედია იყო. ის გამოირჩევა ოპერატიულობით და მაღალი ხარისხით. ადრინდელ წლებში საქარველოს ექს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პოზიციურ ფრთად მიიჩნევდნენ, ახლა კი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ სატელევიზიო კომპანიად. არხის დახმარებით შეგვიძლია გავეცნოთ უახლეს ინფორმაციას, როგორც პოლოტიკურს ასევე კულტურულს.


მომზადებულია:
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98_2

opera



Opera (ოპერა) წარმოადგენს უფასო კორპორატიულ კომპიუტერულ პროგრამას ინტერნეტ-ნავიგაციისათვის და ინტერნეტთან დაკავშირებული ისეთი მოქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა: წერილების მიღება-გაგზავნა, საკონტაქტო ინფორმაციის მართვა, საუბარი, სიახლეების მართვა და ა.შ. პროგრამას აწარმოებს კომპანია Opera Software (ოპერა სოფტვეარ), რომელიც ოსლოში (ნორვეგია) მდებარეობს. პროგრამული პროდუქტი შექმნილია რამდენიმე ოპერაციული სისტემისათვის, მათ შორის: Windows, Mac OS X, Solaris, Linux. ასევე არსებობს პროგრამის Opera მინიატურული ვარიენტები Symbian, Windows Mobile და აგრეთვე MIDP-თავსებადი სისტემებისათვის. მას წამყვანი სტატუსი აქვს მობილურ ტელეფონებში და პერსონალურ ციფრულ ორგანიზატორებში.Opera ეფუძნება საკუთარ დამოუკიდებელ ძრავს - Presto - და შესაბამისად არაა დამოკიდებული Windows-ის (Internet Explorer-ის) უზრუნველყოფაზე.