пятница, 12 марта 2010 г.

opera



Opera (ოპერა) წარმოადგენს უფასო კორპორატიულ კომპიუტერულ პროგრამას ინტერნეტ-ნავიგაციისათვის და ინტერნეტთან დაკავშირებული ისეთი მოქმედებების შესასრულებლად, როგორიცაა: წერილების მიღება-გაგზავნა, საკონტაქტო ინფორმაციის მართვა, საუბარი, სიახლეების მართვა და ა.შ. პროგრამას აწარმოებს კომპანია Opera Software (ოპერა სოფტვეარ), რომელიც ოსლოში (ნორვეგია) მდებარეობს. პროგრამული პროდუქტი შექმნილია რამდენიმე ოპერაციული სისტემისათვის, მათ შორის: Windows, Mac OS X, Solaris, Linux. ასევე არსებობს პროგრამის Opera მინიატურული ვარიენტები Symbian, Windows Mobile და აგრეთვე MIDP-თავსებადი სისტემებისათვის. მას წამყვანი სტატუსი აქვს მობილურ ტელეფონებში და პერსონალურ ციფრულ ორგანიზატორებში.Opera ეფუძნება საკუთარ დამოუკიდებელ ძრავს - Presto - და შესაბამისად არაა დამოკიდებული Windows-ის (Internet Explorer-ის) უზრუნველყოფაზე.

1 комментарий: