суббота, 20 февраля 2010 г.

web 2

ტერმინი "Web 2.0" 1999 წელს გაჩნდა da WEB 1 –is gaumjobesebul variantad mogvevlina.

 Web 2- მოიცავს ყველა იმ ინსტრუმენტს და საჭირო საშუალებას, რომელიც საჭიროა მაღალხარისხიანი ვებ საიტების შესაქმნელად. პროგრამას აქვს სრული მხარდაჭერა შემდეგი სტანდარტების: XHTML, CSS, XML და XSLT.  ეს პროგრამა წარმოადგენს ახლებურ ხედვას ვებსაიტების შექმნის სფეროში. პროგრამასთან მუშაობა შესაძებელია როგორც გრაფიკულ რეჟიმში, ასევე ვებ საიტების პროგრამირების სხვადასხვა ენების გამოყენებით უშუალოდ კოდის წერითაც.

მედიის განვითარება!


როგორ შეიცვალა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მედია ტექნოლოგიები?! ბოლო ათწლეულების განმავლობაში მედია ტექნოლოგიები განვითარდა, პრაქტიკული და უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ადრე რაიმე გადაცემის ყურება თუ გსურდა აუცილებლად იმ დროს უნდა გენახა, როდესაც ეს გადაცემა ეთერში გადიოდა, ახლა ეს პროცესი უფრო გამარტივებულია. იმ დროს როდესაც შენ ვერ იმყოფები ტელევიზორთან შეგიძლია შენს სასურველ გადაცემას სხვა დროს უყურო რომელიმე საიტზე, მაგალითად საქართველოში MyVideo.ge-ს მეშვეობით. მაყურებელი აღარ არის დროზე დამოკიდებული, ის მისი სურვილის და ხელმისაწვდომობის მიხედვით მოქმედებს. ასევეა გაზეთები და რადიო. როდესაც გაზეთის რომელიმე ნომრის ყიდვას ვერ შეძლებ, ან რადიოში რაიმეს მოსმენას, შეგიძლია მასში გამოქვეყნებული ან გასული ინფორმაცია ამ გაზეთის ან რადიოს საიტზე წაიკითხო ან მოუსმინო.  


среда, 17 февраля 2010 г.

ქართული შრიფტი




საქართველოში პირველად ქართული შრიფტის გამოყენება სტამბაში ვახტანგ VI_ის ხანაში დაიწყო. სტამბა დაარსდა 1708-1709 წლებში. ვახტანგმა სტამბის გასამართად რუმინეთიდან მოიწვია მიხაი იშტვანოვიჩი. პირველი წიგნი, რომელიც დაისტამბა იყო “სახარება”. სულ სტამბაში დაიბეჭდა 19 წიგნი, ამათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო “სწავლულ კაცთა” მიერ მეცნიერულად დადგენილი ტექსტი “ვეფხისტყაოსანი”. ქართულ სტამბაში დაბეჭდილი წიგნების ბეჭვდისა და გამოცემის ხარისხი ისეთივე იყო, როგორც ევროპის სტამბაში გამოცემული წიგნებისა. სტამბას ჰქონდა რამოდენიმე ფორმის შრიფტი: ქართული ხუცური, მხედრული, ბერძნული და ლათინური. სტამბაში იყენებდნენ, როგორც შავ ისე წითელ საღებავებს.


მაშინ როდესაც ვინდოუსი და მაკინტოშის მაკოს–ი საკმაოდ ძვირი ღირს არსებობს უფასო ოპერატიული პროგრამებიც. მაგალითად ლინუქსი.ლინუქსის ბირთვი შექმნა ფინელმა სტუდენტმა ლინუს ტორვალდსმა 1991 წელს. ამის შემდეგ მთელი მსოფლიოს ენთუზიასტმა პროგრამისტებმა დაიწყეს ბირთვის განვითარებაში მონაწილეობის მიღება და დისტრიბიუტივების შექმნა. ლინუქსის ბირთვი ვრცელდება სრულიად უფასოდ GNU ლიცენზიის შესაბამისად. დღესდღეისობით არსებობს როგორც სრულიად უფასო დისტრიბიუტივები ასევე ფასიანებიც. ქართველებს რა თქმა უნდა არ აინტერესებთ პროგრამის ლიცენზია,სავტორო უფლებები, მაგრამ უცხოეთში სადაც ლეცენზირებული პროგრამა შეძლება ასობით დოლარი დაგიჯდეთ, უფასო სოფტის არსებობა დიდი შეღავათია საშვალო მომხმარებლისათვის.

понедельник, 8 февраля 2010 г.


ბლოგი არის ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ შექმნილი ვებ-საიტი, რომელშიც ვნახავთ რეგულარულ ჩანაწერებს სხვადასხვა მოვლენებზე. ასევე შეიძლება შევხვდეთ აუდიო, ვიდეო და გარფიკულ მასალას. ბლოგში ინფორმაცია ქრონოლოგიურად არის დალაგებული. ბლოგები მოიცავს კომენტარებს ან ახალ ამბებს კონკრეტული თემის გარშემო და ონლაინ დღიურს.


ბლოგგერ არის ბლოგის შესაქმნელი სისიტემა. იგი შექმნა 1999 წლის 23 აგვისტოს პირა ლებსმა, რომელიც 2003 წელს იყიდა goggle-მა. სერვისი განთავსებულია www.blogger.com-ზე, ხოლო ბლოგები google-ის სუბდომენზე, blogspot.com-ზე.

среда, 3 февраля 2010 г.

HTML


ვებ–გვერდი, იგივე ვებ გვერდი არის ვებ–საიტის შემადგენელი ნაწილი და წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს. ყველაზე ხშირად ვებგვერდი დაწერილია HTML ან XHTML ვებ პროგრამირების ენაზე და ხელმისაწვდომია ვებ ბრაუზერის საშუალებით.
ვებ-გვერდზე შესაძლებელია განთავსებული იყოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია: ტექსტი, სურათები, ვიდეოები, მედია ფაილები და ა.შ. ასევე სხვადასხვა სახის სკრიპტები (ჯავასკრიპტი, VB სკრიპტი და ა.შ). როგორც წესი ვებგვერდზე ასევე განთავსებული სხვა ვებ-გვერდების მისამართები (ლინკები).
ყველაზე ხშირად ვებგვერდი გვხვდება შემდეგი გაფართოებით .html ან .htm.
ჰიპერტექსტური აღწერის ენა (ინგლ. HTML - HyperText Markup Language), რომელიც 1993 წელს შექმნილია ტიმ ბერნერ-ლის მიერ განკუთვნილია ვებ-გვერდების შესაქმნელად და ინფორმაციის გასავრცელებლად ინტერნეტის საშუალებით. 
ჩემი პირველი თემა განპირობებულია ლექციის შინაარსიდან გამომდინარე. ლექციაზე საუბარი იყო HTML პროგრამირების ენაზე. შემდეგში შევეცდები განვავრცო და უფრო კონკრეტულად ავხსნა ჩემი დღევანდელი თემა.