суббота, 20 февраля 2010 г.

მედიის განვითარება!


როგორ შეიცვალა ბოლო ათწლეულების განმავლობაში მედია ტექნოლოგიები?! ბოლო ათწლეულების განმავლობაში მედია ტექნოლოგიები განვითარდა, პრაქტიკული და უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ადრე რაიმე გადაცემის ყურება თუ გსურდა აუცილებლად იმ დროს უნდა გენახა, როდესაც ეს გადაცემა ეთერში გადიოდა, ახლა ეს პროცესი უფრო გამარტივებულია. იმ დროს როდესაც შენ ვერ იმყოფები ტელევიზორთან შეგიძლია შენს სასურველ გადაცემას სხვა დროს უყურო რომელიმე საიტზე, მაგალითად საქართველოში MyVideo.ge-ს მეშვეობით. მაყურებელი აღარ არის დროზე დამოკიდებული, ის მისი სურვილის და ხელმისაწვდომობის მიხედვით მოქმედებს. ასევეა გაზეთები და რადიო. როდესაც გაზეთის რომელიმე ნომრის ყიდვას ვერ შეძლებ, ან რადიოში რაიმეს მოსმენას, შეგიძლია მასში გამოქვეყნებული ან გასული ინფორმაცია ამ გაზეთის ან რადიოს საიტზე წაიკითხო ან მოუსმინო.  


2 комментария:

  1. კარგი "პოსტია" ალბათ აჯობებდა იქ სადაც MyVvideo-გიწერია ლინკი დაგედო ამ სერვისზე. იქნებ ვინმემ არ იცოდეს მისი არსებობის შესახებ და დააინტერესოს რა არის :)

    ОтветитьУдалить