среда, 3 февраля 2010 г.

HTML


ვებ–გვერდი, იგივე ვებ გვერდი არის ვებ–საიტის შემადგენელი ნაწილი და წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს. ყველაზე ხშირად ვებგვერდი დაწერილია HTML ან XHTML ვებ პროგრამირების ენაზე და ხელმისაწვდომია ვებ ბრაუზერის საშუალებით.
ვებ-გვერდზე შესაძლებელია განთავსებული იყოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია: ტექსტი, სურათები, ვიდეოები, მედია ფაილები და ა.შ. ასევე სხვადასხვა სახის სკრიპტები (ჯავასკრიპტი, VB სკრიპტი და ა.შ). როგორც წესი ვებგვერდზე ასევე განთავსებული სხვა ვებ-გვერდების მისამართები (ლინკები).
ყველაზე ხშირად ვებგვერდი გვხვდება შემდეგი გაფართოებით .html ან .htm.
ჰიპერტექსტური აღწერის ენა (ინგლ. HTML - HyperText Markup Language), რომელიც 1993 წელს შექმნილია ტიმ ბერნერ-ლის მიერ განკუთვნილია ვებ-გვერდების შესაქმნელად და ინფორმაციის გასავრცელებლად ინტერნეტის საშუალებით. 
ჩემი პირველი თემა განპირობებულია ლექციის შინაარსიდან გამომდინარე. ლექციაზე საუბარი იყო HTML პროგრამირების ენაზე. შემდეგში შევეცდები განვავრცო და უფრო კონკრეტულად ავხსნა ჩემი დღევანდელი თემა.

Комментариев нет:

Отправить комментарий