среда, 17 февраля 2010 г.



მაშინ როდესაც ვინდოუსი და მაკინტოშის მაკოს–ი საკმაოდ ძვირი ღირს არსებობს უფასო ოპერატიული პროგრამებიც. მაგალითად ლინუქსი.ლინუქსის ბირთვი შექმნა ფინელმა სტუდენტმა ლინუს ტორვალდსმა 1991 წელს. ამის შემდეგ მთელი მსოფლიოს ენთუზიასტმა პროგრამისტებმა დაიწყეს ბირთვის განვითარებაში მონაწილეობის მიღება და დისტრიბიუტივების შექმნა. ლინუქსის ბირთვი ვრცელდება სრულიად უფასოდ GNU ლიცენზიის შესაბამისად. დღესდღეისობით არსებობს როგორც სრულიად უფასო დისტრიბიუტივები ასევე ფასიანებიც. ქართველებს რა თქმა უნდა არ აინტერესებთ პროგრამის ლიცენზია,სავტორო უფლებები, მაგრამ უცხოეთში სადაც ლეცენზირებული პროგრამა შეძლება ასობით დოლარი დაგიჯდეთ, უფასო სოფტის არსებობა დიდი შეღავათია საშვალო მომხმარებლისათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий