среда, 17 февраля 2010 г.

ქართული შრიფტი




საქართველოში პირველად ქართული შრიფტის გამოყენება სტამბაში ვახტანგ VI_ის ხანაში დაიწყო. სტამბა დაარსდა 1708-1709 წლებში. ვახტანგმა სტამბის გასამართად რუმინეთიდან მოიწვია მიხაი იშტვანოვიჩი. პირველი წიგნი, რომელიც დაისტამბა იყო “სახარება”. სულ სტამბაში დაიბეჭდა 19 წიგნი, ამათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო “სწავლულ კაცთა” მიერ მეცნიერულად დადგენილი ტექსტი “ვეფხისტყაოსანი”. ქართულ სტამბაში დაბეჭდილი წიგნების ბეჭვდისა და გამოცემის ხარისხი ისეთივე იყო, როგორც ევროპის სტამბაში გამოცემული წიგნებისა. სტამბას ჰქონდა რამოდენიმე ფორმის შრიფტი: ქართული ხუცური, მხედრული, ბერძნული და ლათინური. სტამბაში იყენებდნენ, როგორც შავ ისე წითელ საღებავებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий